Предыдущая публикация
სამყარო ჩემი მეგონა
და არ ვიცოდი ოდესღაც
თუ ეს დღეები მელოდა.
შენ სუფრის თავში დამჯდარხარ
თავი გგონია კაციო
კაცობა განა ეგ არის?
მამა რომ გვერზე გაწიო?
რომ პატარა იყავი
მამა-შვილობა გვშვენოდა
მე შენზე ზრუნვა და მოვლა
არც კი არასდროს მრცხვენოდა
ეხლა დავბერდი სნეული,
აღარ გინდივარ გვერდითო,
სიბერე ჩვენ კი არ გვინდა,
მაგრამ წერაა ღმერთისო.
აღარ გჭირდება მშობელი,
შენ ჩემზე ზრუნვა გიტყდება
ეგ სიამაყე დაგღუპავს
რომელიც შენ არ გიხდება
ცხოვრება ასე მოითხოვს
დრო მიდის და ჩვენც ვბერდებით
შვილო სულ მუდამ გახსოვდეს
რომ ერთ დროს შენც დაბერდები❤👏
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев