Предыдущая публикация
– არა, ეს რაღაცით მეტია,
რას შეძლებს სიტყვები, გრძნობა რომ აგიხსნას?
დუმილით თავს დახრი, როდესაც გეტყვიან,
შენ რომელს ირჩევდი, გრიგალს თუ ქარიშხალს?
ვის რაში სჭირდება სიტყვების თამაში,
უშენოდ სამყაროც ნამცეცის ტოლია,
ღამე კვლავ ჩაიწვა ფიქრების ღადარში,
გარეთ კი ქარი და გულცივი თოვლია.
I
ოცნებაც შენს გარდა არავის არ იცნობს,
თუ ვინმე მიშველის, ეს მხოლოდ ღმერთია,
მე თვითონ არ ვიცი, საიდან დავიწყო,
მიყვარხარ? – ო, არა, ეს უფრო მეტია...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев