Фильтр
"მეგობარი ქალების რჩევით, დედაჩემს გადაეწყვიტა, არ გავჩენილიყავ ამ ქვეყანაზე და ქმრისთვისაც გაეზიარებინა ეს საყოყმანო ფარული ზრახვა. მამაჩემი, - როგორც დედა მიამბობდა სიცილით, - "შეხტა და შემოტრიალდა", - ეგ როგორ იქნება! რა იცი, იქნებ სულაც მწერალი გამოვიდესო!" - წერს ავტობიოგრაფიაში დიდი ქართველი პოეტი გიორგი ლეონიძე. ასე ძლიერ უყვარდა პოეტის მამას მწერლობა. თუმცა, იგი ვაჟიშვილის დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა და გიორგი ლეონიძის მოგონებებს თუ დავეყრდნობით, მისი პოეტური სულის ჩამოყალიბებაზე გავლენა სწორედ ნაადრევად დაქვრივებულმა დედამ მოახდინა. როდესაც ვაშლს გათლიდა, თურმე დედა არაფრით ნაგავში არ გადააყრევინებდა ნათალს, - უსათუოდ ბუხარში უნდა დაეწვათ, რადგან... არსებობს ერთი ჩიტი, მაგის სურნ
მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ , ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ… მეც თქვენსავით ვიყავი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
- ყაყაჩო!
- არა, ჩქარა ჭკნება!
- ენძელა!
- ნაზია ძალზე…
- გეორგინი!
- გაფოფრილია…
- ვარდი?
- შაბლონურია…
- აბა რა?
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ..
_____________________________
Показать ещё