დღეს ცივილიზებული სამყარო ე.წ
სიყვარულის დღეს აღნიშნავს. მე არ ვამბობ
რომ აკრძალულია და ცოდვაა
შეყვარებულისთვის ყვავილის ჩუქება, მაგრამ
დაუშვებელია, რომ ქრისტიანმა აღნიშნოს 14
თებერვალი როგორც სიყვარულის დღე.
კათოლიკური ეკლესიამ, შესაძლოა ხვალ ან
ზეგ, ბოროტებისა და სიძულვილის დღე
დააწესოს. და ჩვენ ეს უდნა ავღნიშნოთ?
შეყვარებულს ყვავილები ყოველდღე შეგიძია
მიართვა 14 თებერვალსაც კი, მაგრამ
დაუშვებელია მიულოცო ადამიანს ქრისტეს
მოღალატის დღე. ყველასთვის ცნობილია
იუდა ისკარიოტელი რომელმაც გაჰყიდა 30
ვერცხლად ქრისტე, და ჩვენ მას მოღალატედ
მოვიხსენიებთ, წარმოიდგინე იუდას დღე,
რომ დააწესონ და მიულოცო შენთვის
საყვარელ ადამიანს იუდას დღე (იუდაობა).
კათოლიკე ბერი ვალენტინი, რომლის
სიცრუეს 14 თებერვალს ავღნიშნავთ
არაფრით განსხვავდება იუდასთან.
კათოლიკე ბერმა ვალენტინიმ უღალატა
ქრისტეს მცნებებს და წინ აღუდგა ქრსტეს
კანონებს , ქართველებო რათ გვინდა ეს
ფასადური ე.წ სიყვარულის დღე, ნუთუ
ადამიანი მხოლოდ დღეს უნდა გიყვარდეს?
კი ბატონო ხვალაც მიართვი საყვარელ
ადამიანს ყვავილი, ზეგაც და ყოველთვის
როცა ამის გულწრფელი სურვილი გექნება..
მიართვი იმიტომ რომ გიყვარს იგი და არა
იმიტომ რომ ვალდებული ხარ რომ მიართვა,
ვფიქრობთ სიყვარულის დღედ კი არა-
ძალდადატანობის დღედ აქციეს, გიყვარდეთ
მოყვასი ყოველ წუთს და ყოველ წამს და არა
მართო 14თებერვალს! გიყვარდეთ და
ხედავდეთ მასში ღვთის ხატებას და ღვთის
მსგავსებას. ქართველებს ნამდვილად არ
გვჭირდება სხვისგან ამის გადმოღება.
ღმერთი სიყვარულია. სიყვარულმა გვაჩუქა
ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე და ჩვენ მას
ვუწესებთ წელიწადში ხსენების ერთ დღეს?
ვაი, სირცხვილო, სადღა არის სიწითლე შენი!
ვალენტინობის წითელ გულებში?
დღეს ადამიანი იმდენად „ამაღლდა“, რომ
სიყვარულის დღეც კი დაადგინა და ამით
მხოლოდ საკუთარი სულიერი
გამოშიგნულობა აღიარა. უფალი
ეკითხებოდა იუდეველებს, შეიძლება თუ არა
შაბათ დღეს სიკეთის გაკეთებაო. ისინი კი
დუმდნენ, ზოგი კი მის დადანაშაულებასაც
კადრულობდა. და ჩვენ რა უნდა გვკითხოს
უფალმა: შეიძლება თუ არა 14 თებერვლის
გარდა სხვა დღეს სიყვარული?!
„სიყვარულის“ ხელოვნური დღის ნაყოფი კი
სხვა არაფერია თუ არა დადგმული
„სასიყვარულო“ სპექტაკლები, პირობითი
მოვალეობების მოხდა, სხვისი მოტყუება და
თავის მოტყუებაც, სოციალურ ქსელებში ამ
თემატიკის დეგრადირებულ თამაშებამდე
დაყვანა, ზოგან ორგიებამდე დასული
გარყვნილებაც, სიყვარულის წმინდა
გრძნობის გაშარჟება და გამასხრება, უფლის
კიდევ ერთხელ დაცინვა და დამცირება.
სიყვარულს ასეთ „პატივს“ უფლის
მწამებლებიც მიაგებდნენ, როდესაც მას ეკლის
გვირგვინი დაადგეს, მის წინაშე მუხლს
იდრეკდნენ და ქილიკით ეუბნებოდნენ:
გიხაროდენ მეუფეო ჰურიათაო. ჩვენც ნუ
დავემსგავსებით მათ. დაე, ამ სოფელმა
გვდევნოს უფალთან ერთად, რომ გავხდეთ
ჩვენც მისი ბედის თანაზიარნი. და რა არის ეს
ბედი? ეს არის სიკვდილის შემდეგ უფლის –
ჭეშმარიტი, წმინდა და უკვდავი სიყვარულის –
ძალით მკვდრეთით აღდგომა და
ბოროტებაზე საბოლოო გამარჯვება.
ბერი ალექსანდრე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1