სიცრუე ღუპავს კაცის სულს და ხარობს ბოროტი,
ვერ დაგიჯერებ,ერთხელ უკვე თუ მომატყუე,
მე ვეღარ შევძლებ მიყვარდე და გენდო ბოლომდის.
თუ ორპირი ხარ,კაპიკია შენი ღირსება
არ ეყვარები დამიჯერე მაშინ არავის,
თუ არ იარე არ იცხოვრე ქვეყნად კაცურად,
და არ ატარე გული წმინდა, გული ალალი.
დღეს თუ სუფრასთან მაქებ, მკოცნი და მადღეგრძელებ,
თან შეგიძლია ვახტანგურად შესმა ყანწისა,
ხვალ არც შეგრცხვება დანას ჩამცემ ზურგში მალულად,
შემირცხვენია საქციელი ფლიდი კაცისა.
ო,როგორ მინდა ზეიმობდეს ქვეყნად სიმართლე,
ტყუილს კი მისი მოკლე ფეხი სულაც მოჭროდეს,
გულწრფელი სიტყვა, და სიმართლე თუ გინდაც მწარე,
დაუზარებლად და ალალად შენთან მოჰქონდეთ.
მართალი კაცი დალოცვილი არის ღმერთისგან,
შეიწირება დანთებული მისგან სანთელიც,
ეკლესიაში ნუ შედიხარ, თუ თვალთმაქცურად
პირჯვარს გადიწერ ფიქრები კი არ გაქვს ნათელი.
ვის მოატყუებ, გაიღვიძე ადამიანო,
იცი,ღმერთისთვის დამალული არის არცა რა,
გაისუფთავე ჯერ ფიქრები, და გულისთქმები,
მერე შეეხე სანთელსა და ბარძიმს ალალად.
კაცურ კაცს ვლოცავ, ერთგულსა და სწორი გზით მავალს,
მართალი კაცი მართლაც არის ქვაზე მაგარი,
შენ შეიძლება მიხვიდე და კაცს მოატყუო,
მაგრამ იცოდე, არ ტყუვდება ღმერთი მაღალი.
/ნანა მეტრეველი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7