დალევს და სატრფოს ელოდება საღამოს, დილას...
არავის ესმის მისი დარდი, ნეტავი ლოთებს,
სიყვარულისა რა ესმითო,ამბობენ ხშირად. ყოველ ცისმარეს აუყვება ბაზრისკენ აღმართს,
შემოხევია ტანსაცმელი საცოდავს ტანზე,
დუქანში შევა,დალევს რამეს ფიქრით შეშლილი,
მეარღნეს ეტყვის,სიყვარულზე მიმღერე რამე. წასულან წლები, ლოდინსა და სიმარტოვეში,
არავინაა გაუგოს და მისცეს ნუგეში,
მხოლოდ მის სურათს, ამოიღებს დახედავს ცრემლით,
და სიყვარულით შეინახავს ისევ უბეში. დაღამდა ეს დღეც,გაუყვება ბილიკს სახლისკენ,
თუმც სახლი სად აქვს,ერთი ქოხი შერჩა საბრალოს,
რაც რამ ებადა მედუქნეს და მეარღნეს არგო,
დრო გაჩერდა და გაყინულა მისთვის სამყარო. ო,სიყვარულო, როგორ იპყრობ კაცის გონებას,
სხვა ყველაფერი იჩრდილება შენი ნათელით,
როგორ უყვარდა ისე, რომ ვერ დაივიწყაო,
ვერ წაშალაო გონებიდან მისი სახელი. ვერ დაივიწყა,ვერ უბრძანა გულს ვერაფერი,
იხსენებს წარსულს, ცუდისა და კარგის მნახველი,
გულში ტკივილად რომ ჩაღვრია და არ ასვენებს,
სიყვარულია იმ მტანჯველი გრძნობის სახელი. დღეს ლოთი ჰქვია, სიყვარულს კი გულით ატარებს,
ხვალ დილას ისევ იხილავენ ბაზრის შარაზე,
მოდი მეარღნევ, სიყვარულზე გვიმღერე რამე,
ასე რომ მეფობს და ბატონობს ამ ქვეყანაზე.
/ნანა მეტრეველი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1