ან ვინ უწამლებს გულს ნაიარევს?
რატომ მგონია,თითქოს ეს გზები,
ერთხელ,ოდესღაც უკვე ვიარე?
მივყვები სავალს ცოდვა–მადლიანს,
გულს საფიქრალი არა შორდება,
თუმცა კი ვიცი,რომ სამყაროში,
არც არაფერი არ მეორდება.
ძნელი ყოფილა გაჩუმდე,როცა
გული ვერ იტევს სათქმელს დარდიანს,
ძნელია იჯდე სადღაც ტუსაღად,
როცა სამყაროს მოვლა გწადია.
რთულია ისე იარო ეს გზა,
მტერზე ჯავრი გულს არ მიაკარო,
და უსამართლო დედამიწაზე,
გულით სიკეთე,მადლი ატარო.
ამ ნიღბოსანთა მასკარადებზე,
სადაც სიმართლეს გროშის ფასი აქვს,
გაჩუმდე, როცა მათი ღიმილი
დაცინვაა და მხოლოდ ფარსია.
ო,რა ძნელია ებრძოლო ბოროტს,
დაცემულს ხელს თუ არვინ გაშველებს,
მაგრამ რწმენა თუ არ დაგიკარგავს,
ღმერთი სასწაულს ისევ გაჩვენებს.
ლოცვით ვივლი და სათქმელსაც გეტყვით,
სანამ ჯერ კიდევ არ დაგვიანდა,
მადლობას ვეტყვი სამყაროს გამჩენს,
მოსვლა რომ მერგო ადამიანად.
ნანა მეტრეველი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1