საკუთარი სავალი გვაქვს ბედისა,
სიბერეზე ნუღარ დავიწუწუნებთ,
დალოცვილი,განა ყველას ეღირსა.
გულით მინდა ყველა მოხუცს ვეფერო,
დავუკოცნო ის ქათქათა ჭაღარა,
გულები ხომ არასდროს ბერდებიან,
მხოლოდ წლების ულმობლობამ დაღალა.
ვინ ბედით და ვინაც სხვისი "წყალობით ",
ვეღარ განვლო გზები გასავლელები,
ზოგმა მხოლოდ გაზაფხული იხილა,
არ ეღირსა შემოდგომის ფერები.
წუთისოფელს რას გაუგებს მოკვდავი,
რას მოგვისჯის და მოგვარგებს ქუდ–ბედად,
ზოგისათვის ფული ხელის ჭუჭყია,
ზოგს ლუკმისთვის ცრემლების ღვრა უხდება.
არ დაგინდობს ეს ცხოვრება ოხერი,
უკითხავად გამოგიტანს განაჩენს,
ხან წაქცეულს ზედაც გადაგივლიან,
უფლის მადლით,კვლავ გაივლი გასავლელს.
თუკი გზაში სადმე არ გაგიმეტეს,
ავმა სიომ კიდევ თუ არ დაბერა,
მადლი სწირე უფალს ამ წყალობისთვის,
დალოცვილო,ყველა განა დაბერდა.
ნანა მეტრეველი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев