ერთი ცოდვილი რომ შემიყვარე,
ცრემლებისთვისაც მადლობას გიხდი,
სინანულისთვის რაც კი დავღვარე.
დარიგებისთვის,როგორ ვიცხოვრო,
და როგორ ვზიდო ჯვარი მამაო,
რამდენჯერ წყლულზე წამლად დამედე,,
არასდროს მტოვებ, ღმერთო მაღალო.
შვილ-შვილიშვილთა სიცოცხლისათვის,
მათი თავი რომ მაჩუქე ღმერთო,
ო, დიდებულო, მე ერთ-ერთ ცოდვილს,
ერთად რამდენი სიკეთე მერგო.
მადლობა,სითბო-სიყვარულისთვის,
რაც მიმიღია,თუ გამიცია,
საქართველოსთვის, ქართველობისთვის,
ყველა სანთლისთვის, რაც დამინთია.
ყველაფრისათვის,რაც მწამს და მიყვარს,
გულწრფელ სიყვარულს დავარქმევ რასაც,
და იმისთვისაც , დარდი გავლექსო,
ვუმღერო მშობელ მიწას და ცასა.
მადლობა შენდა უფალო ჩემო,
მზის სინათლისთვის, და ცის ნამისთვის,
ჩვენი სიცოცხლის გაგრძელებისთვის,
და სიხარულის ყველა წამისთვის.
/ნანა მეტრეველი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4