("ქართველები უნათესავო,უთვისტომო,ობოლი ერი ვართ"გერონტი ქიქოძე)
ყველა უნდომ და იმპერიამ წიხლით გაგთელა,
არვინ გინდობდა და არ გყავდა არსად დამცველი.
მიწას გითხრიდა და გმარხავდა ურდო მონღოლთა,
ნაცარს გაყრიდა, დაუნდობლად, ოსმალ-სპარსელი.
ვინც კი მეგობრის, ვითომ ხელი გამოგიწოდა
მილიელები,ბიზანტია თუ საბერძნეთი:
უღვთოდ მიჰქონდათ :სიბრძნე კოლხთა-ოქროს საწმისი,
ბასიანს გაღმა მიწა-წყალი -თავის სიმდიდრით.
შენს ნავსადგომთან, თუ ჩაეშვა ღუზა, უცხოთა,
არ მიდოდა ამ ქვეყნიდან ხელცარიელი.
ვერ გერეოდნენ,გასაოცრად ყველა ღმერთისა!
ვერ დაგადუმეს ,სამუდამოდ ვერ დაგამიწეს!
მკვდარი აღსდექი ბახტრიონთან და ხმალს იქნევდა
შენს უკვდავებას შეწიურული ბევრი ქართველი!
პატარა რაზმი, შეკრებილი თუშ-ფშავ-ხევსურთა
სულ ერთი მუჭა,მაგრამ მტრისთვის რისხვის გამჩენი.
ან ,-რა ჩამოთვლის შენს უკვდავ სულს? განა ეყოფა?
ჩემგან ნათქვამი ,ვერცნათქვამი სულისტკივილი?!
კრწანისის ველზე, მტრის ხელისგან ერთად აკეპილს,
300 არგველს შენს დროშაზე სული ხდებოდა.
დაჭრილს და ასე ბარბაროსთა ხელით გალეწილს,
ნამდვილ ციტადელს,ქრისტესათვის ჯვარზე ნაწამებს-
იმ ჭრილობებსაც არ გიხვევდა მაშინ ევროპა
ფეხზე ეკიდე ვენასაც და იქვე საფრანგეთს.
მერე, რა იყო?რა იყო და ისევ მონობა.
მონობა,მაგრამ ქართულ სულთან ვერთავსებადი!
სისხლის კალოებს მილეწავდა მერმე აპრილი,
ისევ აღსდექი,და კვლავ გული გაიმაისე.
ქართულ სულს მაინც ვერ ერვა რისხვა ბომონთა,
ვერ ჩაგავანაცრეს-კვლავ ქართულად უბნობს ქართველი,
ისევ ქართულად ცეკვავს "რასსა,კაცთა მოდგმიდან-
ყველაზე დიდი,ლამაზი და არამარტივი!
მღერის"ჩაკრულოს","ურმულსა" და სისხლით დაწერილს-
კვლავაც ასწავლის, ისტორიას, ბავშვებს ქართულად:
-როგორ ომობდნენ წინაპრები, ამერთი მუჭა
ამ ერთი ციცქნა საქართველოს გადასარჩენად!
გვერდზე არ გვედგა არასოდეს,თითქმის არავინ
მაგრამ ვიბრძოდით,ამიტომაც სულს არ ვღაფავდით.
კვლავ გაგიხსენი ,ეგ იარა,ბევრჯერ ნაკაფი!
ან რად ვიხსენებ ?ჭრილობიდან სისხლი გედინა!
მე მაპატიე ,ამ სიტყვებით, ისევ ვერთქმული,
მე მაპატიე-,კვლავ ვერთქმული შენი ფერება!
თიკო არაგველი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев