პასუხი: და თუ მევალე გასაჭირშია (არ შეუძლია ვალის გასტუმრება), მაშინ გადაუვადეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. და თუ აჩუქებთ, უკეთესია თქვენთვის, რომ იცოდეთ.
უფრთხილდით იმ დღეს, როცა იქნებით დაბრუნებულნი ალლაჰთან. მაშინ სრულად მიეგება ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრებიან ისინი.
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ერთმანეთისგან ვალს იღებთ გარკვეული ვადით, დაწერეთ ეს (ხელწერილი). და დაწეროს ეს სამართლიანად მწერალმა თქვენ შორის. უარი არ თქვას მწერალმა. ისე დაწეროს, როგორც ალლაჰმა ასწავლა მას. მევალემ უკარნახოს და ეშინოდეს მას ალლაჰის, მისი ღმერთისა და არ დააკლოს არაფერი. და თუ ის, ვინც მევალეა, გონებასუსტია ან უძლური, ან თავად კარნახი არ ძალუძს, მაშინ მისმა მეურვემ უკარნახოს სამართლიანად და აიყვანეთ მოწმედ თქვენგან ორი კაცი. თუ ორი კაცი არ იქნება, ერთი კაცი და ორი ქალი, ვისზეც თანახმა ხართ, როგორც მოწმეზე; ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ქალს შეეშლება, შეახსენოს მეორემ. და უარი არ თქვან მოწმეებმა, როცა ეძახიან. არ დაიზაროთ ვალის თავისი ვადით ჩაწერაზე, დიდი (მნიშვნელოვანი) იქნება ის თუ მცირე (უმნიშვნელო). ეს ალლაჰის წინაშე ყველაზე სამართლიანი და ყველაზე საღი (მყარი) მოწმეობისთვისაა, და ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოა, რომ ეჭვი არ შეგეპაროთ. მაგრამ თუ ერთმანეთში ნაღდი ფულით გადაბარებაა, მაშინ ცოდვად არ გეთვლებათ, თუკი ამას არ დაწერთ. აიყვანეთ მოწმეები გარიგების დადებისას და არც მწერალსშეხვდეს რამე უსიამოვნება და არც მოწმეს; და თუ იქმთ ამას (ზიანს მიაყენებთ), უეჭველად, ეს თქვენი ჭეშმარიტი გზიდან გადახვევაა. და გეშინოდეთ ალლაჰისა! ალლაჰი გასწავლით, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
და თუ იქნებით მოგზაურობაში და ვერ ჰპოვოთ მწერალი, მაშინ საბუთად საკმარისია საწინდე. და თუ ვინმე თქვენგანი ენდობა მეორეს, ვისაც ენდნენ, უკან დააბრუნოს საწინდე და ეშინოდეს ალლაჰის, მისი ღმერთის და არ დამალოთ მოწმეობა, და ვინც დამალავს, უეჭველად, ცოდვილი გული აქვს. და ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ! (ყურანი 2/280-283)
უფრო მეტისთვის იკითხეთ ყურანი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1