Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
შური აივნებზე ყველას უკიდია
სიტყვა ჩახუტება გახდა ბანალური
მე კი სიყვარული მინდა თუ კიდეა
სადმე დარჩენილი ცოტა გადმომისხით
არა გასაძღომად არ მსურს გეფიცებით
ბოღმას რატომ თესავთ ვეღარ გამიგია
ჰოდა ამიხსენით ამას გეკითხებით
გრძნობის ქალაქიდან ვარ და სიამაყით
მინდა ცრემლები და დარდი აგაცილო
გულში ჩაგიხუტო სველი ბარტყივით და
თუნდაც სულ უბრალოდ სახლში გაგაცილო
წამო მოვიაროთ ყველა ტროტუარი
მერე ქუჩის ბოლოს გვერდით დაგიჯდები
სახლში შევიაროთ ქოლგა დავტოვოთ და
წვიმას რომ დაიწყებს სულ მთლად გაგიჟდები
ახლა ჟრუანტელი უფრო ძლიერდება
მეტი რომ გინდოდა უფრო მეტი არი
სახლში ჩამოშვებულ ფარდებს შეეშვი და
გარეთ აიჩემე მარტო ხეტიალი
ამ ხალხს ნუ უყურებ ნერვებს გაუფრთხილდი
ბოღმა სიყვარულს რომ ფონად არ დაედოს
მიდი გაიღიმე ისე ვნებიანად
ვინც კი შემოგხედავს ყველას გადაედოს
წყენას არ დაუთმო 1 დეციბალი
თვალებს არ დაატყო სველი სიმარტოვე
დღეს თუ გაგიმეტა ბედმა განცდებისთვის
არ შეუშინდე და მიდი იმარტოვე
სულში ჩასახლებულ გრძნობას უდარაჯე
ისე მოეფერე ისე ფეთიანად
თოკი არ გეგონოს ახლა კრეატივი
ბურთი თუ მოგაწვა ყელში ერთიანად
#შორეNA

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев