Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
წარმოიდგინე შენი ცოდვები და გულწრფელად მოინანიე; შენი თავი ჩათვალე ყველაზე უღირსად. ცოდვილთათვის სიყვარულით ილოცე; გახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი მიდრეკილები ვართ ცოდვისაკენ. ამ ქვეყანაზე ყველა ადამიანი დაავადებულია ცოდვის ციებ-ცხელებით, ცოდვის სიბრმავით, შეპყრობილია ცოდვის სიცოფით. ვინაიდან ცოდვის საფუძველი ამპარტავნებასა და სიბოროტეშია, ამიტომ ყველა ადამიანს, როგორც ცოდვის ავადმყოფობით დაავადებულს, სიმშვიდით და სიყვარულით უნდა მოვეპყრათ. ეს მეტად მნიშვნელოვანია და ხშირად გვავიწყდება. ჩვენ ძალიან ხშირად სიბოროტეს ვპასუხობთ სიბოროტით, ამპარტავნებას ვუპირისპირებთ ამპარტავნებას და ჩვენში იზრდება ბოროტება. განკურნების მაგივრად კიდევ უფრო ვსნეულდებით. უფალო, შეგვიწყალე, შეიწყალე კაცობრიობა!

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев