Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
არ ვიცი, ჩემზე ნაკლებ თუ მეტად,
მაგრამ ფაქტია, რომ სიყვარულმა
მე ცხოვრებაში დამტოვა კენტად.
ეჭვებისაგან შეშლილი იყო
ჩემი სული და ჩემი სხეული,
მაგრამ სიტყვაც კი არ დამცდენია.
მე საყვედურის არ მქონდა ძალა,
რა საჭიროა ხვეწნა–მუდარა,
ვინც წამსვლელია, ის მაინც წავა.
არც მერე მითქვამს მე საყვედური,
როცა წახვედი, დამტოვე მარტო.
დანაშაული შენ თუ არ გქენჯნის,
სხვამ გაგრძნობინოს – არა მგონია.
შენ კი აკრძალულ მკვლელობით მომკალ,
ვით აქაფებულ ზღვაში თოლია.
სიკვდილი ბევრად სჯობია ღალატს.
ვინა თქვა, თითქოს მისი სწორია.
სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს,
ღალატის შემდეგ – არა მგონია.
*მადო*

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев