Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
როცა კალოკარს ცოტა გაცდები,
გგონია მხრებით ცის გუმბათს აწევ,
გოლიათივით მზისკენ მაღლდები...
ნიავს შეხარი გულგაღეღილი,
მუხის ხესავით ლაღად და უხმოდ,
სათიბში დგახარ კლდის ნატეხივით,
ცელის შხუილით წინაპრებს უხმობ...
ხანაც მზეა და ხანაც მწუხრია,
ამ ტიალ ბედის საბალახოზე,
ხარივით ძლიერს და მგლის მუხლიანს
მხოლოდ მთის წყარო თუ დაგაჩოქებს...
გულს გაგიგრილებს ამბორი მისი;
დაღლილზე ხემსიც საამურია
და ჭიქა ღვინით ხსოვნასაც იტყვი
ყველა იმ კაცის აქ რომ უვლია...
გგონია მხრებით ცის გუმბათს აწევ,
გოლიათივით მზისკენ მაღლდები,
უდაბურისკენ მიმავალ გზაზე,
როცა კალოკარს ცოტა გაცდები
ბადრი სულაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев