და თან შევერიოთ ღრუბლების ნაწილებს,
წამოდი წავიდეთ, ბოლო მწვერვალისკენ
თუ გინდ გაგვიავდრდეს მაინც წინ წავიდეთ.
ჩვენი გულების ხმა მქუხედ ვაღრიალოთ,
გრძნობების ტალღები კარგად გავიაზროთ,
სიყვარულით ჩვენით წვიმადაც მოვიდეთ,
ზეცაში უფალიც უთქმელად მოგვისმენს.
წამოდი წავიდეთ, გრძნობები გველიან,
წამოდი წავიდეთ, იქ სადღაც გვეტრფიან,
მერე რა თუ კიდევ ფუჭად გავირჯებით,
ჩვენ ამ სიყვარულით როდი დავიღლებით.
ყველა შეყვარებულს სჭირდება იმედი,
წამოდი და ვიქცეთ ყველას მაგალითად,
გრძნობების ტალღებში ერთად ვისეირნებთ
მომავალ დარტყმასაც ერთად გადავიტანთ.
ალბათ იქ კარგია სადაც ჩვენ გველიან,
ალბათ იქ ბოღმასაც აღარ აქვს ადგილი,
ხოდა ჩვენც წავიდეთ ყველას მაგალითად,
და იქ გავაგრძელოთ გრძნობების ძახილი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев