
ნეტავ რა არის შენზე ლამაზი
ლაღი ამაყი და ასე ნაზი
ქვეყნის სიმბოლო ერის ემბაზი
რწმენის ტაძარი ნაკურთხი ვაზი.
როცა შევცქერი შენს ლამაზ მტევნებს
გული ოცნებით რატომ ნავარდობს?
იქნებ შენშია ის მომავალი
ქართველი ხალხი ასე რომ ნატრობს.
დამშვენებულო და რქა ნაყარო
ნეტავ უკეთესს რას შეგადარო?
ღვთით კურთხეულო ედემ-ბაღნარო
სავსე მთვარეს და მზეს რომ გავხარო.
ისტორიათა ხვეული წლები
შენი ბრწკალები და ულვაშები
ქართლის ცხოვრების წმინდა ფურცლები
არის შრიალა ვაზის ფოთლები.
რამდენი ჭირი ტანჯვა გხვდა წილად
დარბევა ჩეხვა ნაწილ-ნაწილად,
მტერი მრავალჯერ გიმზერდა მწყრალად
მაგრამ უფალი გლოცავდა მარად...
მტერს რა ეგონა? ვენახი მყარი
რა იქნებოდა ნავენახარი
შენი ფესვების მადლი აქ არი
ქართულ მიწაში ამაყად მდგარი.
და დღეს კვლავ ხარობს ისევ ნავარდობს,
შენი ლერწნარი შენი მშვენება,
თითქოს ჯადოსნურ სიზმრებს გამანდობს
და სიყვარულით მომეფერება!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2