
მასპინძლებმა სუფრის წინამძღოლობა მთხოვეს და მეც გზადაგზა სადღეგრძელოებზე ვფიქრობ, მაგრამ რად გინდა... ტრანსპორტმა მთა ვერ იგუა და გაყუჩდა...
ქორწილი ორ საათზე დანიშნული... სოფელს რომ მივუახლოვდით, უკვე ოთხი იყო...
-სად ხართ აქამდე? - გვიწყრება მასპინძელი, ორი საათია ხალხი გელოდებათ. გავოცდი, ამდენ ხანს არ მეგონა თუ დაგველოდებოდნენ... რა უნდა ვუთხრა ახლა მათ ისეთი, რომ ლოდინად ღირდეს?
ვიდრე ჩემი ჯერი მოვიდოდეს, თურმე ხევისბერმა უნდა დაგვლოცოს.... მესმის სახელები გუგუა, ონისე, ძიძია... ხევისბერიც ძალიან მოჰგავს გოჩას...
ცოცხლდება ხევის ძველი იდილია, თითქოს სხვა საუკუნეში ვარ, სხვა საქართველოში...
ღვინოს თავისი გააქვს, თბება და თბება გული...
ყველა ლამაზი მოხევის ქალი ძიძიას მაგონებს, მაგრამ ერთი განსაკუთრებით. აღარც გუგუაზე ვფიქრობ, აღარც ონისეზე, აღარც ხევისბერის სასჯელზე, მხოლოდ - ,,ძიძიაზე"...
ჩემს გვერდით მყოფ მოხევეს, რომელთანაც უკვე ძმობა მაქვს ნათქვამი, სულ ამ გოგოზე ვესაუბრები. ის კი სიტყვაძუნწობს, ჩუმად მისმენს...
მეორე დღეც პირველის ანალოგიურია... ისევ სუფრა, ისევ სადღეგრძელოები...
დგება დამშვიდობების დრო...
- ამ გოგოს გაუფრთხილდით, ღიმილით ვთხოვ ჩემს მეგობარს...
- იცი ძმი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев