11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლოს თავის კვეთის დღეა.
ანგელოზის დღეს განსაკუთრებული სიყვარულით გილოცავთ ყველა იოანეს❤️
საოცარია, თითქოს ძნელი გასარჩევია, როდის არის ზეიმი და როდის - გლოვა. წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, ჩვენ ვამბობთ, რომ დღესასწაულია.
მართლაც, ზეციურ საქართველოში და ზეციურ სამყაროში ეს ზეიმია.
ზეიმია მართალი სიტყვის.
ზეიმია ძველი აღთქმის მართლებისთვის, რომლებსაც იოანემ ახარა, რომ მოსულია ქრისტე და მალე გამოიხსნის მათ❤️
ჩვენთვის, ამქვეყნად მცხოვრები ადამიანებისათვის კი, ეს იყო მძიმე დღე, ეს იყო განსაცდელი, ეს იყო სიმართლისგან გაქცევა.
ეს იყო, ცოდვათა მხილების გამო, მართალი ადამიანის მკვლელობის დღე.
და აი, ამიტომ ეკლესიამ 11 სექტემბერი დააწესა მარხვის დღედ - შესაბამისად ხვალინდელი დღეს არის მარხვა.
წმიდა იოანე ნათლისმცემელი აღმატებული და ამაღლებულია ადამიანთა შორის❤️
წმიდა იოანე ნათლისმცემელი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს❤️
წმიდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.❤️ ამინ.
#ნინი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4