თავი2
-კი მაგრამ საერთოდ არაფერი უთქვამს (სოფია) იქნებ რამე მაინც გითხრათ, არ დამიმალოთ გთხოვთ.
-არა მას მართლაც არუთქვამს არაფერი, ჩვენც ისევე ვნერვიულობთ როგორც შენ...
ამან უფრო ამაფორიაქა, მაშინვე მაქსისთან წავედი. მის სახლთან მივედი დავუძახე მაგრამ არავინ გამაგონა, სახლში შევედი დაკიდევ ერთხელ დავუძახე მას. ნატალი დეიდა სახლში არჩანდა, მაქსი კი სამზარეულოდან გამოვიდა ხელში კონიაკის ბოთლი ეჭირა ძირსი კი რამდენიმე ცარიელი ბოთლი ეგდო, ძალიან მთვრალი იყო, ფეხზე მძლივს იდგა...
-მაქს რაგჭირს? რადაგემართა? მომეცი ეს ბოთლი, აღარ დალიო.
-შენ აქრაგინდა, რატომ მოხვედი, რა შენი საქმეა წადი აქედან.
-კიმაგრამ შენ ხომ ჩემი ძამიკო ხარ ერთად გავიზარდეთ, ყოველთვის ერთად ვიყავით, გვერდში მედექი და ეხლა რადაგემართა.
მაქსი ჩაფიქრდა თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და მითხრა:
-ჩვენ ვეღარ ვიმეგობრებთ, გთხოვ წადი, ღონისძიებაზე დაგაგვიანდება წადი... წადი... გთხოვ...
არვიცოდი რამექნა, გული მტკიოდა წამოვედი, კართან რომ ვიყავი შევბრუნდი და მას კიდევ ერთხელ ვკითხე:
-მაქს რამე შეიცვალა? რამე გეწყინა? გთხოვ მაპატიე თუ გაწყენინე რამე.
-არა არაფერი გიწყენინებია, პირიქით ჩემი ბრალია ისეთი რამ გავიგე რომ ვეღარ გავაგრძელებთ ურთიერთობას, ახლა კი გთხოვ წადი.
მე გაბრაზებული წამოვედი, სკოლისაკენ მივდიოდი და თან ვტიროდი, იმდენი ვიტირე მაკიაჟი სულ გავიფუჭე თუმცა ამას რამნიშვნელობა ჰქონდა.
მივდიოდი და ჩემი მამიკოს სიტყვები მახსენდებოდა "შვილო, ჩემო ლამაზო გოგონავ, ცხოვრება დაუნდობელია, ნურავის ენდობი ბოლომდე, ნურავისზე გახდები დამოკიდებული. ბევრჯერ გეტკინება გული, მაგრამ გახსოვდეს ყველაფერი კარგად იქნება."
მახსენდებოდა ეს სიტყვები და თვალწინ ჩემი მამიკოს სახე მედგა. ნეტავ ახლა ჩემთან იყო მამა, ნეტავ შუბლზე მკოცნიდე, ნეტავ ახლაც ისე მეხუტებოდე როგორც ადრე. შენ რომ ცოცხალი იყო დამარიგებდი და არვინერვიულებდი ასე... ამ ფიქრებში ვიყავი გართული და სკოლაში მივდიოდი.
დამავიწყდა მეთქვა რომ მამა გარდამეცვალა, შვიდი წლის ვიყავი როცა მან სამუდამოდ დამტოვა . თუმცა არვიცი რა დაემართა. დედამ მითხრა სნეულებით დაიღუპაო მაგრამ ის ავად არასოდეს ყოფილა.
ამასობაში სკოლაშიც შევედი ღონისძიებას ვიწყებდით უკვე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა შემდეგ კი რესტორანში წავედით სკოლის დამთავრების აღსანიშნავად. ერთი შეხედვით ბედნიერი ვიყავი მაგრამ გულშიც და გონებაში სულ მაქსი მიტრიალებდა, ძალიან ვდარდობდი მასზე. ცოტა დავლიე რომ მაქსზე აღარ მეფიქრა და ხასიეთზეც მოვედი, ვიცეკვეთ ვიმხიარულეთ და მაქსი სულ გადამავიწყდა. გამთენიისას დავიშალეთ და დავბრუნდით სახლებში. როგორცკი მივედი მაშინვე ჩემსოთახში შევედი და დავიძინე, 3-4საათისკენ გამეღვიძა, ცოტა თავი მტკიოდა დედასთან გავედი და წამალი ვთხოვე, წამალი და წყალი მომაწოდა თან მკითხა:
-აბა კარგი დრო ატარეთ? ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
-კი დე, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ისე გამოვიდა როგორც გვინდოდა.
-ძალიან კარგი და მაქსი იყო?
მაქსი კვლავ გამახსენდა თავი ვეღარ შევიკავე და დედას ყველაფერი ვუამბე.
-დედა ხომ არ იცი რასჭირს მაქსის?
ნატალი დეიდას არაფერი უთქვამს?
ნეტავ რაშია საქმე.
-არვიცი არაფერი, ეხლა წადი დაისვენე დაიძინე...
დედასთვის არაფრის კითხვას არჰქონდა აზრი, არადა ვგრძნობდი რაღაცას მიმალავდა...
დედასთვის აღარაფერი მითქვამს ჩემსოთახში შევედი დაძინება მინდოდა მაგრამ ვერდავიძინე მაქსიზე ვნერვიულობდი.
არვიცოდი რაში იყო საქმე იმდღისით სახლიდან არგავსულვარ მთელიდღე ჩემსოთხში ვიყავი და ვნერვიულობდი ვერც ღამით დავიძინე. არა აუცილებლად უნდა გავარკვიო რამე რატო შეიცვალა მაქსი ასე მოულოდნელად...
ამ ფიქრებში გამითენდა კიდეც დილით დედა შემოვიდა ჩემს ოთახში შუბლზე მაკოცა და მითხრა:
მაღაზიაში რომ გავედი ნატალი შემხვდა და მითხრა, რომ მაქსიმ აიჩემა აქედან წასვლა და სხვაგან ცხოვრება ამ ქალაქისგან შორს. და ისინი უკვე ბარგს ალაგებდნენ ალბათ მალე წავლენ თუ უკვე არ წასულან...
ბოლო ნაწილს ხვალ ამდროს დავდებ იმედია მოგეწონებათ❤❤
იაქტიურეთ❤
#ადმინიანუკი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 16