ხვალ, ჩვენ ავღნიშნავთ და ვზეიმობთ ორ უდიდეს მოვლენას ეს არის - ხსენება ცოტნე დადიანისა და ხსენება დიდგორობისა.
დიდგორობა - ეს არის საოცარი მოვლენა, ეს არის ღვთის უსაზღვრო მოწყალების დღე.
საქართველომ გაიმარჯვა ერთერთ ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ მტერზე - თურქებზე, რომელთაც 400 წელზე მეტხანს ჰქონდა დაპყრობილი ჩვენი სამშობლო..
თუმცა სამწუხაროდ ამ დღეს ჩვენი სახელმწიფო ნაკლებად ზეიმობს ისევ და ისევ, თურქთა მოთხოვნით.
ღვთის მადლით ეს დღე დაემთხვა ხსენებას ცოტნე დადიანისა.
იგი ბრძანდება დიდებული პიროვნება, გამორჩეული, განსაკუთრებული თვისებებით.
თქვენ იცით, რომ მონღოლებმა შეიპყრეს უდანაშაულო ქართველები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თაფლი წაუსვეს, რომ მწერები დასეოდნენ და მზეზე დასვეს. აი, ასეთი საშინელი სიკვდილით უნდა დაეხოცათ ქართველები. ამის შესახებ ცოტნე დადიანმა შეიტყო; იგი მივიღა, თავისი ნებით შეიკრა ხელ-ფეხი, წაისვა თაფლი, ქართველებს გვერდში მიუჯდა და თქვა: თუ ამ უდანაშაულო ხალხს სჯით, მეც მათი მეგობარი ვარ და მეც დამსაჯეთო. მონღოლები გაოცდნენ და მისი ხათრით დანარჩენებიც გაუშვეს. ასე გადაარჩინა ცოტნე დადიანმა ეს ადამიანები სიკვდილს და სამშობლო - აოხრებას.
აი, ასეთი დიდებული წინაპრები გვყავს ქართველებს.
შეგვეწიოს მათი ლოცვა ვედრება,
ღმერთმა ინებოს, რომ მათი მადლით გაბრწყინდეს და გამთლიანდეს ჩვენი სამშობლო.
#ნინი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5