ვიწყებ წერას და თვალწინ მიდგება ისდღე,როცა ის ისტორია მოხდა რასაც ახლა მოგიყვებით....მიუხედავად იმისა რომ ბევრი წელიწადი გავიდა,მაინც იგივენაირად მტკივა გული...ცრემლებს ახლაც ვერვიკავებ......
მახსოვს ძალიან ცივი და სუსხიანი ზამთარი იყო,ქუჩები უჩვეულოდ იყო მოყინული,ძალიან ციოდა......მაშინ სკოლაში დავდიოდი.....მოყინული გზების გამო სკოლის ავტობუსი ვეღარ გვემსახურებოდა და დროებით ფეხით უნდა გვევლო......სკოლისათვის გავემზადე,ვისაუზმე ჩანთაში წიგნები ჩავაწყე და სკოლისაკენ გავეშურე....დავინახე წინ ჩემი თანაკლასელი მიდიოდა....დავუძახე მაგრამ ძალიან შორს იყო და ჩემი ხმა ვერ გაიგო,გადავწყვიტე გავქცეულიყავი და დავწეოდი რადგან ერთად წავსულიყავით სკოლაში ..მაგრამ ამდროს ჩემდა სამწუხაროდ ყინულზე ფეხი დამიცურდა და ძირს დავენარცხე.... ჯერ გონზეც კიარვიყავი მოსული ბიჭების სიცილი რომ გავიგონე უკან მივიხედე და დაახლოებით 15 ბიჭი იდგა და დამცინოდა...ძალიან შემრცხვა,მაგრამ ამდროს ამ ბიჭებიდან ერთერთმა თავის ამხანაგებს შენიშვნა მისცა.....უთხრა არგრცხვენიათ? რატომ დასცინიხართო.....ეს ბიჭი შემდეგ ჩემთან მოვიდა და თავის ამხანაგების მაგივრად ბოდიში მან მომიხადა...მე გაკვირვებული ვუყურებდი მანამდე ეს ბიჭი დანახულიც კიარმყავდა...
რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ..
-აჰ ბოდიში დამავიწყდა თავი გამეცნო შენთვის...მე ალექსი მქვია ახლახანს გადმოვედი აქ საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან ერთად. ... მმმმ და შენ რაგქვია?
-მე?მე ანასტასია მქვია და აქვე ვცხოვრობ...იციი? სკოლაში მაგვიანდება უნდა წავიდე სასიამოვნო იყო შენი გაცნობა...
-რატომ გამირბიხარ?დამელოდე მეც სკოლაში მოვდივარ ერთად წავიდეთ....
კარგი მაშინ წავედით..
სკოლაში მივედით ის თავის კლასში შევიდა მეკი ჩემს კლასში შევედი.. მთელი დღე ალექსიზე ვფიქრობდი ძალიან სიმპატიური და კარგი''ტიპი იყო''^^ მგონი მომეწონა...ყოველდღე უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით ერტმანეთს და ჩემი მოწონებაც მისდამი უფრო ღრმავდებოდა...დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მან მითხრა..
-ძალიან მომწონხარ და შენთან ახლო ურთიერთობა მინდა ...
მე ძალიან დავიბენი მკითხა-რასფიქრობ?შენ არმოგწონვარ?
დამალვას აზრი არქონდა და მეც ყველაფერი ვუამბე ვუთხარი რომ პირველივე დღეს მომეწონა....მაშინ ძლიერ ჩამეხუტა და მითხრა.... ჩემო გოგონავ მე სულშენსგვერდით ვიქნები არაფრის შეგეშინდეს არასდტოს მიგატოვებ და სულ მეყვარები...
დღეები გადიოდა და უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი საჩუქრებით მანებივრებდა,თითოეულ დღეს ერთად ვატარებდით ერთად ვსეირნობდით ,მეცადინეობაშიც მეხმარებოდა...რომ მეხუტებოდა მინდოდა დრო გაჩერებულიყო და სულ ასე ჩახუტებულები ვყოფილიყავით ორივე უბედნიერესები ვიყავით,თავისი ქცევებით ყოველდღე მიმტკიცებდა სიყვარულს და მეც დღითიდღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა...ექვსი თვე შეყვარებულები ვიყავით 16 მაისს გახდა 6 თვე ჩვენი ერთად ყოფნის...მან წითელი ვარდები და დიდი თეთრი დათუნია მაჩუქა..გვინდოდა ეს დღე ერთად გაგვეტარებინა მაგრამ მისი მეგობრის დაბადებისდღე იყო და სამწუხაროდ წასვლა მოუწია.. ვნერვიულობდი ამდენი ხანი გავიდა და რატომ არდაურეკია...ნახევარ საათში ერთხელ მირეკავდა ხოლმე...ნერვიულობაში ჩამძინებია და უცებ ტელეფონის ხმამ გამაღვიძა,რომ დავინახე ალექსი რეკავდა მაშინვე მუპასუხე ხმის ამოღებაც არვაცადე ისე ვუთხარი
-ალო ალექსი აქამდე რატომ არდამირეკე? ხომიცი რომ ძალიან ვნერვიულობდი ? ხომ კარგად ხარ ჩემო დიცოცხლე?იციი ძალიან მომენატრე ..
როცა მის პასუხს დაველოდე მან კიარა მისმა ძმაკაცმა მიპასუხა...ძალიან შემეშინდა......
-მე ალექსის ძმაკაცი ვარ,სამწუხაროდ ცუდი ამბავი უნდა გითხრა..ძალიან გთხოვ ჰოსპიტალში მოდი ძალიან სწრაფად ალექსის საბოლოოდ უნდა შენი ნახვა....
ხმა ვეღარ ამოვიღე ტელეფონი ძირს დამივარდა ....სასწრაფოთ ჩავიცვი და ჰოსპიტალში წავედი იქრომ მივედი ალექსის პალატამდე მიმაცილეს ...ალექსიმ რომ დამინახა გამიღიმა და მითხრა...
-მაპატიე,გთხოვ მაპატიე...მე სიტყვის კაცი არვყოფილვარ...შეგპირდი არასდროს მიგატოვებტქო მაგრამ ....გტოვებ , ჩემო ანგელოზო არიდარდო და არიტირო და იცოდე რომ......რომ.....ძალიან მიყვარ.........და ამდროს მან სამუდამოდ დაიძინა...სამუდამოდ დამტოვა.. ვთხოვდი გაეღვიძა...ვთხოვდი არმიმატოვო მეთქი ვეხუტებოდი ხელებზე ვკოცნიდი მაგრამ არიღვიძებდა...ექიმები შემოვიდნენ ექთანმა მითხრა ვწუხვარ მან სამუდამოდ დაიძინა ის ვეღარ გაიღვიძებსო....
ძალიან ცუდად ვიყავი არვიცოდი რასვაკეთებდი.. გავედი და ალექსის ძმაკაცს ვკითხე...
-რამოხდაა? ხმა ამოიღე მიპასუხემეთქი ის ტიროდა და მეუბნებოდა..
-ბიჭებმა დავლიეთ შემდეგ გარეთ გამოვედით ამდროს დავინახეთ გზის მეორე მხარეს ბიჭები ჩხუბობდნენ,გაშველება ვცადეთ და გაშველების დროს სხვისთვის დამიზნებული დანა ალექსის მოხვდა ....... მიყვებოდა და თან ტიროდა ...მე მუხლები მომეკვეთა, ხმას ვეღარ ვიღებდი უბრალოდ ხმამაღლა ვტიროდი.... ის სწორედ იმდღეს დაიღუპა როცა ჩვენი შეყვარებულობის ექვსი თვე შესრულდა. .ის ექვსი თვე ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემთვის.... ალექსის ბოლოს 22 მაისს გაყინულ ხელებზე და შუბლზე ვაკოცე ....მაგრად ჩავეხუტე შემდეგ კი სამუდამოდ გავისტუმრეთ ღმერთთან....დიდი ხნის განმრავლობაში დეპრესიაში ვიყავი..თავის მოკვლაც ვცადე მაგრამ გადამარჩინეს...1 წელიწადის შემდეგ სკოლა დავამთავრე...უნივერსიტეტში მივეწყვე უმაღლესი განათლება მივიღე და საკუთარი ბიზნეზი დავიწყე...ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ მე ვეღარ შევძელი სხვა შემეყვარებინა და არცარავისთან მიცდია ურთიერთობის დაწყება.... ახლა მხოლოდ სიკვდილს ველოდები როდის მომიკაკუნებს კარზე ..მჯერა მე და ალექსი იქ ზეცაში მაინც ვიქნებით ერთად და ვიქნებით ისეთივე ბედნიერები როგორც მაშინ ვიყავით .. სანამ სამუდამოდ დამტოვებდა
თუ მოგეწონათ დაალაიქეთ ძალიან გთხოვთ❤
გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი და დაწეროთ შენიშვნები❤
#ადმინიანუკი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 19
ამ წამოწყებით მინდა სტიმული მივცეთ ახალგაზრდა მწერლებს
ახალი დავდე