
ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.
ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
---უკვე 10 წელი გავიდა ამ საშინელი ტრაგედიიდან, მაშინ მე მხოლოდ 6 წლის ვიყავი მაგრამ არმავიწყდება ისთუ როგორ წუხდა ყველა, როგორ იყვნენ შეშფოთებულები ამ ომიანობის გამო, მაშინ ჯერკიდევ ვერაფერს ვხვდებოდი და გამიმართლა რადგან ვინც ჩემზე ცოტა უფროსები არიან კარგად გაიაზრეს ამ ომის მნიშვნელობა და დიდ ხინჯადაც დარჩათ გულში. უამრავი ბავშვი, მოზარდი, და მოხუცი შეეწირა აგვისტოს ომს ეს არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი საქართველოსთვის, რადგან უძველესი ისტორიიდანვე გვაწიოკებდნენ და გვგლეჯდნენ მეზობელი სახელმწიფოები ქართველ ერს და საქართველოს.
რამდენსღა უნდა გაუძლოს ამ პატარა ქვეყანამ...
2008 წლის 8 აგვისტო ეს იყო მომენტი როცა საქართველოს დასავლეთ ნაწილში ცეცხლის წვიმა მოდიოდა, ცხრილავდნენ და წვავდნენ მშობლებს შვილების შვილებს კი მშობლების თვალწინ...
დრო როცა საქართველომ დღემდე მოუნელებელი ჭრილობა მიიღო...
ეს შემიძლია შევადარო იმასთან თუ როგორ ართმევენ დედას შვილებს...
#დავიბრუნოთდაკარგულიტერიტორიები
მომავალი თაობა ეს ვართ ჩვენ, ჩემო მეგობრებო, თანატოლებო, მოზარდებო, მოგიწოდებთ ნუ გავიქცევით საქართველოდან ნუ დავაყრით ჭრილობაზე მარილს, მართალია გაუსაძლისი გახდა აქ ცხოვრება მაგრამ საკმარისია ემიგრაცია, ჩვენ მომავალმა თაობამ უნდა გავხადოთ საქართველო ძლიერი ჩამოყალიბებული და უზრუნველი ქვეყანა შვილებს დედები დავუბრუნოთ რომლებიც ემიგრაციაში არიან წლებია. მინდა გავიხსენო საქართველოს გმირები!განსაკუთრებული სითბოთი მირდა გავიხსენო ჩემი პატარა რაიონის დიდი გმირები!რომლებმაც საკუთარი სისხლის ფასად დაიცვეს საქართველო და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე!თქვენი სახელი უკვდავი იქნება და საუკენეების მანძილზე ქედს მოვიხრით ქართველი ერი თქვენი სულის წინაშე!მინდა ჩემო ახმეტელებო კარგად გახსოვდეთ ეს გვარები:ჩვენი პატარა ახმეტის დიდი გმირები!მიხეილ ზურაბაშვილი!ნოდარ არუთინოვი!ომარ ქორთოშიძე!ბექა უშარაული!გიორგი ანწუხელიძე!ბესიკ მამიაური!გიორგი ჯაფარიძე!ლევან ჩაგოშვილი!გიორგი გამიაშვილი!
#ჩვენსგარდაამასარავინგააკეთებს
#გავერთიანდეთ ❤
ჯგუფის ადმინისტრაციის სახელით მინდა კიდევ და კიდევ მივუსამძიმრო აგვისტოს ომში გარდაცვლილი ხალხის ოჯახებს, დაე მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს მათ უფალმა❤
ღმერთო გვაშორე ყველა ცუდი ქართველებს და მოგვეცი ძალა რომ გავძლიერდეთ❤
#ადმინიანუკი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9
აი რა განსხვავებას სტალინსა და ეხლანდელი მთავრობების შორის