
ერთ საოცარ დილას მინდვრის ნაირ ნაირი ყვავილებით მორთღულ ველზე უცხო ყვავილი ამოვიდა .
პირველმა ყვითელმა კაკიამ გამოთქვა აზრი .
-- მეტიჩარა იქნებამაგი, განცალკავებით ამოსულა, თანაც შემაღლებულ ადგილზე.
-- შეხედეთ,რა სულელური კოკორი აქვს , ჩაიქირქილა ვარდისფერმა ველურმა ვარდა.
-- ამ ხნის გავხდი და ასეთი უშნო ყვავილი ჯერ არ მინახავს -- წვერების ცანცარით ქირქილებდა ბაბუაწვერა.
ყოველდღე , დილიდან დაღამებამდე ჭორაობდნენ ყვავილები, უცხო ყვავილის კოკორი კი დღითი - დღე იზრდებოდა და მშვენდებოდა.
ერთ დილით , კოკორი ორსული ქალივით გაიბერა , მერე მშობიარე დედობის მომლოდინედ წყნარი ხმით ამოიოხრა და ყვითელი გულიდან ნელ ნელა დაიწყო თეთრი ფურცლების გამოსვლა.
გული მზესავით ყვითელი ქონდა , ფურცლები, ნამზე თეთრად გაბრწყინებული სხივებივით იშლებოდნენ მინდვრის სიმწვანეში.
-- გამარჯობა მზეო! სალამი ლაჟვარდო ზეცავ ! დილამშვიდობისა ყვავილებო ! დილამშვიდობისა მაცოცხლებელო დედამიწავ , ცის ნამო და ბუნების სიმშვენიერევ! როგორ მიყვარხართ , რა ლამაზია თქვენით სამყარო -- პირველად შვილნანახი დედის მზურნველი და საოცრად მოსიყვარულე ხმით ეჩურჩულებოდა გარშემომყოფთ უცხო ყვავილი.
-- რა მშვენიერი ყოფილხარ უცხო ყვავილო , რა გქვია შენ? -- შეეკითხა თავის კანტურით ნახევრად წვწერ გაცლილი ბაბუაწვერა.
--- მე სიყვარულის ყვავილი მქვია მეგობრებო.
--- ეს რა უცნაური სახელი გრქმევია , ეტყობა ადამიანების ენაზე გქვია ასე . შენ მართლაც უცნაური და ყველასაგან განსხვავებული ხარ , ჩვენ გვირილას დაგიძახებთ -- გადმოსძახა მზემ.
-- ჰო , მე დიდმა ძალიან დიდმა სიყვარულმა შემქმნა. ერთი ჭაბუკი ცხოვრობდა აქ, მას თავდავიწყებამდე შეუყვარდა ულამაზესი ცისფერთვალა გოგონა.
-- რა კარგია -- მორცხვად წარმოთქვა შროშანმა -- ალბათ გოგონასაც უყვარდა გაგიჟებით.
-- არა , თვალებზე ცრემლი მოადგა სიყვარულის ყვავილს , გოგონამ არ იცოდა და ვერც ამჩნევდა ვაჟის სიყვარულს. ჭაბუკი თუ მიპოვიდა და გოგონას მიართმევდა ჩემ თავს , მაშინ მის გულშიდაც აინთებოდა დიდი სიყვარული.
ვერ მიპოვა მაშინ ჭაბუკმა და გოგონა სხვა უხეშმა ძალამ მიისაკუთრა.
მის მერე დიდი ხანი გავიდა ,ჭაბუკი ჭაღარა მამაკაცი გახდა , ბევრი ტანჯვა გამოიარა ... გოგონაც დაქალდა , მასაც ბევრი სატანჯველი ხვდა ცხოვრებისაგან.მასაც შეეპარა ჭაღარა, თუმცა ულამაზესი ქალი დადგა , სევდიანი და მიმზიდველი.
-- იქნებ ახლა მაინც მიპოვოს ჭაღარა მამაკაცმა და მიართვას ჩემი თავი იმ ულამაზეს ქალბატონს.
...... და უცებ ამღერდა სიყვარული სიყვარულის ყვავილში , მერე მთელს ველზე დაირხა სიმღერის ხმა , მარადიული სიყვარულის სიმღერის.
... გინახავთ თეთრი გვირილებით მოფენილი მინდორი? და გიგრძვნიათ გვირილების სიმღერა მარადიული სიყვარულის?... სიყვარულით ეფინება გვირილები ულამაზეს მინდვრებს იმ ჭაბუკი მამაკაცის მოლოდინში...მხოლოდ უამრავ გვირილებს შორის იმ ერთი სიყვარულის გვირილას პოვნაა ძნელი , ძალიან , ძალიან დიდი სიყვარულისათვის რომ ამოდის უამრავ გვირილებს შორის.
.... ძალიან . ძალიან დიდი და ერთგული სიყვარულისათვის.
#ადმინიანუკი
#აღებულია❤


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев