დილით ცოლ-ქმარი კარზე ზარმა გააღვიძა. გაიხედეს სათვალთვალოში და ქმრის მშობლები იდგნენ კართან. - როგორც შევთანხმდით, არ გავაღოთ კარი! – უთხრა ცოლმა. ქმარმა ბევრი იყოყმანა და ბოლოს დაუჯერა ცოლს. მშობლები წავიდნენ... ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი კარებზე. გაიხედეს და ახლა ცოლის მშობლები იდგნენ კართან. - არ გავაღოთ! – უთხრა ქმარმა... მაგრამ ცოლს ცრემლები წამოსცვივდა და მეუღლეს ის შეეცოდა. ცოლის მშობლებს წყვილმა კარი გაუღო. გავიდა ხანი... ცოლ-ქმარს 4 ბიჭი შეეძინა, ხოლო მე-5 გოგონა. ქალიშვილის დაბადებას მამა ზარ- ზეიმით და უზარმაზარი სადღესასწაულო სუფრით შეხვდა! მეგობრებმა ჰკითხეს ბედნიერ მამას: - რამ გაგახარა ასე? ვაჟების დაბადებას ასეთი სიხარულით არ შეხვედრიხარ. მამაკაცმა გაიღიმა და უპასუხა: - დაიბადა ის, ვინც კარს ყოველთვის გამიღებს!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14