გილოცავთ❤ დღეს ჩვენი საამაყო მეფის წმინდა თამარის ხსენების დღეა❤
განსაკუთრებით მოგილოცავთ ჩვენო ძვირფასო და საამაყო თამარებო❤
წმინდა მეფის ლოცვით უფალმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ,
შეგეწიოთ მისი მადლი და მეოხება არ მოგაკლოთ.
მადლი გიმრავლოთ უფალმა❤
წმინდ თამარი გამოირჩეოდა დიდი რწმენით, დიდი სიყვარულით და, ამასთან ერთად, უდიდესი თავმდაბლობით.
მან იცოდა, რომ მეფე ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა და გამორჩეული პატივისაგან
იკავებდა ხოლმე თავს.
როცა ჩვენს ქვეყანას მტერი შემოესეოდა, თამარ მეფეს ჯარი
მონასტერში მიჰყავდა, წირვას ასწრებდა, აზიარებდა მათ, შემდეგ კი, ჯვრით ხელში,
ფეხშიშველი, წინ მიუძღვოდა ლაშქარს ბრძოლის ველისაკენ, ომის წინ, დალოცავდა მათ,
თვითონ კი პირდაპირ მონასტერში მიდიოდა, სადაც დღესა და ღამეს მძიმე ღვაწლში
ატარებდა.
იგი გამუდმებით ლოცულობდა საქართველოს გამარჯვებისათვის.
ის იყო საოცრად მოწყალე, ახლადხცებული მეფის პირველი ბრძანება
ამგვარი გახლდათ: „გახსენით სამეფო საუნჯენი და დაურიგეთ გლახაკებს“.
თამარ მეფე დღესაც მფარველობს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს !
,,წმიდაო კეთილმსახურო მეფეო თამარ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის''❤
წმინდა თამარის ხსენება უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 13 თებერვლიდან გადმოიტანეს ხვალინდელ დღეს - 31 იანვარს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев