12 რჩევა რომელიც ყველაზე მეტად გვაახლოვებს უფალთან <3
1. ვინც დამწუხრებულ მოყვასს ნუგეშს სცემს, ის მორჩილებით ეამბორება იესო ქრისტეს.
2. ვინც მოყვასს თავისზე უკეთეს საჭმელს მიართმევს, ის კვებავს ქრისტეს კეთილი საკვებით.
3. ვინც მოყვასის ცოდვებზე ტირის და ითხოვს მათ პატიებას, ის ფეხებს ბანს იესო ქრისტეს.
4. ვინც წმინდა ნაწერებს კითხულობს, ის იღებს თავის სულიერ სახლში იესო ქრისტეს.
5. ვინც ათხოვებს ღვთივკურთხეულ წიგნებს მოყვასს წასაკითხად, იგი სასიამოვნო საკვებს მიართმევს იესო ქრისტეს.
6. ვინც განეშორება უქმ სიტყვებს, ის ეზიარება ქრისტეს ტრაპეზს.
7. ვინც გაჭირვებულს დაინახავს და გული შესტკივა მასზე, იგი ქრისტეს ჭრილობებს უშუშებს.
8 ვინც უძლურ ძმას კვებავს და ეხმარება, ის ანგელოზებთან ერთად გალობს იესო ქრისტეს აკვანთან.
9. ვინც თავს ბანს მოყვასს ან ურეცხავს ტანსაცმელს, ის იოანე ნათლიმცემელთან ერთად ნათლავს იესო ქრისტეს.
10. ვინც არ ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველებს და აკვდინებს თავის ხორცს (სხეულს), ის მარხულობს იესო ქრისტესთან ერთად.
11. ვინც გარდაცვლილისთვის ლოცულობს, ის ქრისტესთან ერთად მიდის ლაზარეს კუბოსთან და სთხოვს მამა-ზეციერს მის აღდგინებას მკვდრეთით.
12. ვინც სიმდაბლით მადლობს უფალს ყველაფრისათვის, ის ამზადებს ადგილს თავისთვის ღმერთის სასუფეველში.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1