გ ❤ ი ❤ ლ ❤ ო ❤ ც ❤ ა ❤ ვ ❤ თ
დღეს ამ ხატის დღესასწაულია:
,,ძუძუსმაწოვებელი"❤
განსაკუთრებით მფარველობს ორსულ და მეძუძურ დედებს❤
ღვთისმშობელმა დაიფაროს ყველა დედა, ყველა ახალშობილი და ყველა ორსული❤
,,ეს ხატი ბრძანდება ათონზე, კარაიას კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც მონასტერს ეკუთვნის. თავიდან ხატი საბა განწმენდილის ლავრაში იყო, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან
დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის ვინმე საბა ესტუმრებოდა და ლავრა მას ლოცვა-კურთხევის ნიშნად ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა.
წმინდა საბა მშვიდობით
წარდგა ღვთის წინაშე VI საუკუნეში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII საუკუნეში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბმა. მას გადაეცა წმინდა საბა განწმენდილის ანდერძი და ღვთისმშობლის ხატი ,,ძუძუსმაწოვებელი"❤
სერბეთში დაბრუნების შემდეგ წმინდა საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმიდა საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.
“ძუძუსმაწოვებელი” ღვთისმშობლის ხატს უამრავი ადამიანი ჰყავს განკურნებული❤
,,ნებითა მამისაითა სულისაგან მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, რაითა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩუენნი."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3