გილოცავთ ქრისტეს მხედარნო.
დღეს დედაეკლესია წმინდა აბო თბილელის ხსენებას დღესასწაულობს❤
შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ უფალმა და დედაღვთისმშობელმა წმინდა აბოს ლოცვა - ვედრებით❤
საოცარია წმინდა აბოს ცხოვრება. საქართველოში ჩამოვიდა მაშინ როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ქვეყანას და აღარ შესწევდა ძალა მტრის დასამარცხებლად.
უამრავი ქართველი ღალატობდა ქრისტიანობას და ცრუ სარწმუნოებას იღებდა, მაგრამ უფალმა არ გაწირა ქართველი ერი და მოუვლინა არაბი ჭაბუკი აბო, მასზე განსაკუთრებით იმოქმედა ქართველთა ზნეობამ, მათმა სარწმუნოებამ, მათმა სიყვარულმა ეკლესიისადმი.
წმინდა აბომ დაიწყო ქრისტიანობის შესწავლა და მალევე დაუტევა ეშმაკის მსახურება და ქრისტეს მხედარი შეიქმნა.
დღითიდღე უფრო და უფრო მტკიცდება მისი რწმენა, მისი სიყვარული ქრისტესადმი, რათქმაუდა ამის გამო დაიჭირეს და ყველანაირად ეცადნენ მის გადაბირებას, მაგრამ წმინდანში ისე ღრმად იყო გამჯდარი ქრისტეს რწმენა, რომ შეუძლებელი იყო მას ჭეშმარიტებისთვის ეღალატა.
საოცარი სანახაობა იყო მისი აღსასრული - ხელები გადაიჯვარედინა და თავი მოუხარა ჯალათის მახვილს.
წმინდა აბოს თავგანწირვამ ქართველებს ახალი ძალა შემატა, კიდევ უფრო განტკიცდნენ რწმენაში და მადლობას სწირავდნენ უფალს ამ წყალობისათვის.
რატომ დაინტერესდა აბო ქრიატიანობით?
იმიტომ რომ ნახა ერი რომელიც იყო ზნეობით აღსავსე. ჩვენმა ცხოვრების სტილმა დააფიქრა და იპოვა ჭეშმარტება, მაგრამ
სამწუხაროთ დღეს ისე დაეცა ქართველის ზნეობა რომ მზად არის დაუტევოს ჭეშმარიტება და ეშმაკის მსახურებას შეუდგეს.
ისე დაეცა ჩვენი ზნეობა, რომ არა თუ უცხო სარწმუნოების, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისთვისაც კი აღარ ვართ სამაგალითო.
დაე, წმინდა აბოს ლოცვით და მისი სიმტკიცით უფალმა მოგვმადლოს ერთგულება და თავგანწირვა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев