Предыдущая публикация
როცა მე ბავშვივით ვიბუტები,
იცი როდის მინდა გამაბევრო?
როცა ვეცემი და ვიმუხლები.
იცი როდის მინდა მომისმინო?
როცა სიტყვებს მზერით გეუბნები,
იცი როდის მინდა მომიტევო?
როცა შენს ჯინაზე ვიტყუები.
იცი როდის მინდა შემაჩერო?
როცა მივდივართქო გემუქრები,
იცი როდის მინდა ჩამიხუტო?
როცა მიყვარხართქო გეუბნები.
იცი როდის მინდა მომიარო?
როცა წლები გავლენ, მოვხუცდებით,
იცი როდის მინდა გამიტაცო?
როცა დავიღლები....მოვდუნდები.
იცი როდის მინდა მომარჩინო?
როცა დარდი მტკივა უცნობების,
იცი როდის მინდა გამიმზევო?
როცა სულში წვიმს და ვიღუპები......
იცი როდის მინდა გამაბევრო?
როცა ვეცემი და ვიმუხლები!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3