
ალბათ ბევრმა არ იცით , რომ ეს ნეტარი მამა სწორედ ის ბიჭუნაა, რომელსაც მაცხოვარმა თავზე ხელი დაადო, დალოცა, დააყენა მოციქულებს შორის და უთხრა: ,,უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა''
ეს იყო უდიდესი მამა, რომელსაც, შიგნიდან გულზე ეწერა ,,იესო ქრისტე''
მას მუდამ ახსოვდა ის დალოცვილი დღე, როდესაც ქრისტემ მას თავისი ხელი დაადო..
წმინდა ეგნატე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო, სწორედ მისგან შეიმეცნა ქრისტეს სწავლება და მომავალში ანტიოქიის ეპისკოპოსად დაადგინეს.
ქრისტიანთა დევნის დროს, განამტკიცებდა მრევლს ქრისტეს სარწმუნოებაში და დაუღალავდ იღვწოდა მის გასავრცელებლად, რისთვისაც სამწყსოს უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა და სიყვარულით ,,ღმერთშემოსილს" უწოდებდნენ.
ერთხელ ცაში იქნა აღტაცებული და იხილა როგორ უგალობდნენ ანგელოზთა ორი გუნდი უფალს. ამის შემდგომ მან ეკლესიაში ანტიფონური გალობა დააწესა. ნეტარს ქრისტეს სარწმუნოების გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
როდესაც ეგნატე ნადირების დასაჭმელად მიჰყავდათ, იგი განუწყვეტლივ იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. წარმართებმა ჰკითხეს, რატომ იმეორებდა იგი ამ სახელს.
– მე გულში მაქვს ეს სახელი, – უპასუხა მან, – და პირით ვაღიარებ იმას, ვისაც გულით ვატარებ.
ნადირებმა ეგნატეს ძვლებთან ერთად ხელუხლებლად დატოვეს მისი გულიც.
წარმართებმა გაიხსენეს ეგნატეს სიტყვები, რომ გულით იესო ქრისტეს სახელს ატარებდა, და გაკვეთეს მისი გული. გადმოცემის თანახმად, ჭრილის ორივე მხარეს ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული "იესო ქრისტე".
ნანახით შეძრწმუნებულმა იმპერატორმა იწამა ქრისტე და შეინანა თავისი საქციელი.
აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს უფლის მუდმივად მოხმობას, იესოს ლოცვას.
შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილმა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2