მის მთავარ მიზანს ჩინგიზ-ყაენის იმპერიის აღდგენა წარმოადგენდა. იბრძოდა ოქროს ურდოსა და ინდოეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა მან სამი დიდი ლაშქრობა მოაწყო ირანსა და მისი დამხმარე ქვეყნების წინააღმდეგ.
თემურ-ლენგმა 1386-1403 წლებში რვაჯერ ილაშქრა საქართველოში, ამ ლაშქრობების დროს მან მთელი აღმოსავლეთ საქართველო მიწასთან გაასწორა; გაჟლიტა უამრავი ადამიანი, დაანგრია და გაძარცვა ციხე-ქალაქები. მისი თანამედროვე ერთ-ერთი ისტორიკოსის გადმოცემით, სადაც კი თემურის ჯარი გაივლიდა "აღარ ისმოდა არც ძაღლების ყეფა, არც ჩიტების ჟღურტული და არც ბავშვის ტირილი." თუმცა ის ამ ყველაფერს სხვა თვალით უყურებდა. ქალაქ ალეპოს აღების შემდეგ მან თქვა: "მე არა ვარ სისხლიანი კაცი და, ღმერთია მოწმე, რომ ყველა ჩემს ომში მე არ ვიყავი მოძალადე და თავად ჩემი მტრები გახდნენ თავიანთი უბედურების შემოქმედნი."
თემურ-ლენგს დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები, მხატვრები, მწიგნობრები, ღვთისმეტყველები, მეცნიერები და იმპერიის ქალაქებს, განსაკუთრებით - დედაქალაქ სანარყანდს აშენებდა და ავითარებდა.
თემურ-ლენგის გარდაცვალებისთანავე მის მემკვიდრეთა შორის გაჩაღდა ბრძოლა სამფლობელოების გადანაწილებისთვის, შედეგად თემურლენგის სახელმწიფო მრავალ სამეფო-სამთავროდ დაიშალა და საბოლოოდ გაქრა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев