- ოტიამ სქელყდიანი წიგნი თაროდან ფრთხილად გადმოიღო და მაგიდაზე დადო - სახარებას? - გაოცებული თვალებით შეხედა იასონმა.
- დიახ, სახარებას...
- ვიცოდი რომ დიდებული წარმოდგენა გექნებოდა ბატონო ოტია - უთხრა იასონმა და წიგნს ეამბორა.
ოტიას გაეღიმა...
- იასონ, ამის მადლს გაფიცებ, გულწრფელად მითხარი, რამდენჯერ წაგიკითხავს?
იასონმა უხერხულად აიჩეჩა მხრები.
- არ მახსოვს ბატონო ოტია...
- მე კი ვფიქრობ, რომ გადაშლილიც არ გაქვს - წიგნს, ისევ ფრთხილად მოკიდა ხელი და თავის ადგილზე დააბრძანა - საქართველოც ამ წიგნის მსგავსი საგანძურია. შეუძლებელია გიყვარდეს ერთი, ან მეორე ისე, რომ არ იცოდე რა მადლი ინახება მასში... შენი ამბორი, სიყვარული კი არა, დაზეპირებული წეს-ჩვეულებაა, ანუ ის, რაც ისწავლე წინაპრებისგან, მაგრამ მთავარი გამოგრჩა და ეს მთავარი, სიყვარულია, რომლის გარეშეც, ყოველი ამბორი იუდას გამყიდველი ბაგის საპირწონეა... ამიტომ ჰგავს საქართველო სახარებას.
მის წინაშეც ხომ ყველა ქედს იხრის და მერე კოცნის, თუმცა მცირედმა უწყის, ამ საგანძურში რა მადლი ინახება... ადამიანები მასაც ეამბორებიან და ამბორით ყიდიან...
- გამოდის რომ სახარება კი არა, ღმერთია?
- ამას რომ მიხვდე, მხოლოდ ამბორი არ კმარა იასონ. წიგნის ყველა ფურცელი უნდა გადაშალო წასაკითხად"
*მზე რომელიც ღამე ამოდის“


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1