სურვილი ყოფაზე ათასჯერ მეტია,
ქართული ფოლადი, ხალიბში ნაფერი,
შეხედეთ ქედებზე გადმოდგა ბერდია,
საჩოხე ბიჭები დაზრდია ფხოველებს,
სვანეთის უშგული ზვიადობს სვანურად,
მეგრელი ამაყობს ცხენებზე ჯირითით,
ტატამზე კახელი ბეჭზე დებს კახურად.
ნიკორის წმინდიდან მოისმის გალობა,
რაჭველის სიდინჯე დახატა მხატვარმა,
ჯვრების და გუმბათთა, წმინდანთა არსობა,
და სვეტიცხოველი.... ვერ დაგვცეს მზაკვარმა.
და მაინც ცოტაა ცოტაა ქართველი,
და მაინც სირცხვილით დავდივართ მაძღრები,
რა მახე დაგვიგეს, რა სისხლად გახელდი,
ო მტერო ცბიერო არასდროს გაძღები.
და მაინც ნუ მეტყვით სადღაა ქართველი,
სურვილი ყოფაზე ათასჯერ მეტია,
ქართული ფოლადი, ხალიბში ნაფერი,
შეხედეთ, ქედებზე გადმოდგა ბერიდა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев