Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს გარდაცვლილების ახლობლებმა განუცხადეს. დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან.
"29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ სასტუმროს დარბაზში და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. როგორც ვიცი, საუნადან გავრცელდა ხანძარი. შუქიც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ", - აცხადებს დაღუპულების ახლობელი.
გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან. დაღუპულები არიან: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, ბექა შატაკიშვილი ...
"ლეოგრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა. 😢😢😢😢😢😢😢 უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულებიიი 😢😢😢😢😢 #მარიამი მარიამ ბადურაშვილი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 59