წამწამს დასველებულს,ვერც კი შეიმშრალებ,
მზის სხივს აჰყვები და ისე უალერსებ,
სიცხე არ დაგტანჯავს,უხმობს ნიავ--ქარებს
ღამეს გაგინათებს შუქი ჩირაღდანის,
ხელებს ვეღარ იგრძნობ,ფრთები გაგეშლება,
დარდი,ტკივილები,გულში ნაავდრალი
ერთი ხელის მისმით,თურმე წაგეშლება
სახეს დაგიმშვენებს ბევრი ღიმილები,
ბულბულს,იადონებს გვერდით დაუდგები,
ვეღარ შეგაშინებს მარტის ამინდები
ქოლგაც აღარ გინდა გზას რომ გაუდგები.
ისე აგამღერებს,ვერც კი გაიხსენებ
სულში გალობები როდის აგიჟღერდა,
როგორ მიატოვე ჭექა--ქუხილები,
გულის კუნჭულებს რომ ასე აგიჟებდა.
გული ვიქონიოთ სუფთა,უღალატო,
და რაც საჭიროა,ღმერთი თვითონ ჩაწერს,
ცაში გადაწყდაო ჩვენი ბედის წერა
ბედმა რაც გვარგუნა, შუბლზე იმას გვაწერს.
თურმე სიხარული მართლა ჩუმად მოდის
გული ნაცრემლები, ვარდით აივსება,
თავთით დაგიჯდება თეთრი ანგელოზი,
დღენი სიხარულის აღარ წაიშლება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2