თვალებს ვაცეცებ სადმე შემხვდე გზაში არ ამცდე,
იქნებ გიპოვო გავითოშო თუნდაც მანამდე,
მე შენი გული ეხლაც მათბობს დედი აქამდე.
ამ ცივ ღამეში რად დამტოვე გადაიკარგე,
ძილშიც გეძახდი ჩემი ხმები რად არ გესმოდა,
სკოლაში მიმავალს მაცილებდე მინდა კარამდე,
მე ხომ შენსავით არასოდეს არვინ მელოდა.
რატომ გტკიოდა ასე ძლიერ რისთვის მალავდი,
მე შენთან ყოფნა ისევ მინდა გზას მიკვალავდი,
რატომ არ არის ქვეყნად ერთი ციცქნა წამალი,
მეც გაგეზარდე სიამაყით გევლო ქალამნით.
დაგეძებ ყველგან მზე ანათებს თუ არის ბინდი,
სითბოდ მეღვრები დილის მზეში იმედად მყევხარ,
ჩამოღამდება სიზმრად მოხვალ თანამაქვს რიდი,
გთხოვ დამიბრუნდე ჩემო დედიკო ნუ წახვალ ზეცად.
კვლავ გავუყვები გზის ბილიკებს არ დავიღლები,
შენი სიძლიერე ლოცვის დედი მე ყველგან დამაქვს,
შენს წმინდა სახელს ვასახელებ არ წავიქცევი,
"დედას ვფიცავარ" დედა ფიცს მოგცემ სამარის კართან.
\ეთო\


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3