Предыдущая публикация
სულ დედას ვიძახით,
სულ დედას მივსტირით,
შენ არ გეწყინოს, მამა!
ორივე გვიყვარხართ,
ორივეს გაღმერთებთ,
თუნდ დედა მაინც სხვაა!
სულ დედას რომ ვახსენებთ,
მამებო, გვაპატიეთ,
თუნდ, თქვენც ასე
არა ხართ, განა ?!
უმამოდ დედა
აბა რას იზამს,
დედის თვალია მამა !
უმამოდ დედა
სახლია უფანჯრო,
მამა ხომ
კლდის ქიმზეც გავა,
ოჯახს თუ დასჭირდა,
თავსაც გაწირავს,
ოჯახის ფუძეა მამა!!!
მამებო, იმრავლეთ,
მამებო, იხარეთ,
უთქვენოთ დედები
რა ვართ!
ოჯახის გულია ,
ოჯახის ძალაა,
ოჯახის თვალია მამა!!! ❤ #N
(რაისა ხელაძე)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев