********************************************
რას დამაკლებს მე სიბერის წლები,
გულით როცა სიყვარული დამაქვს,
მერე რა, თუ ხან უძილოც ვრჩები,
ცხოვრებასთან პრეტენზია არ მაქვს.
ღმერთმა ერთხელ ჩამიბერა სული,
ერთხელ გავჩდი ქვეყანაზე ქალად,
ეცადეთ, რომ არ მატკინოთ გული,
ლექსით ყველას დაგიდგებით ფარად.
სითბოს გავცემ, დარდს ვიტოვებ ჩემთვის,
გაგიღიმებთ, თუნდ კვნესოდეს გული,
ბევრჯერ ცრემლი ზღვას ნაკადად ერთვის,
ტკივილს უძლებს გადაღლილი სული.
მეგობრისთვის სიცოცხლესაც დავთმობ,
მის სატკივარს დავედები წამლად,
ერთი სიტყვა გაყინულ გულს ათბობს,
არ მაშინებს ბეწვის ხიდზე გავლაც.
უკანასკნელ სისხლის წვეთსაც გავცემ,
ოღონდ წინ ნუ დამახვედრებთ ღალატს,
ვიდრე გულის სატკენ ლექსებს დავწერ,
ნუ გაბედავთ ცეცხლის ალთან თამაშს.
/ მარინა ყიფიანი /
23.03.2017


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев