
არ ვიცი როგორ,
მაგრამ ვიცი, რომ
გამიჩენ გოგოს.
თუნდაც არასდროს, ჩემი
არ გერქვას ცოლი,
მაინც გამიშლი საბანს ყოველღამ.
თუნდაც დამტოვო,
გამაგდო,
გძულდე,
თუნდაც ფანჯრებში სინათლის მშურდეს.
მე მაინც მუდამ ,
მე მაინც შენთვის,
ჩვენ შვილს დედაზე
მხოლოდ კარგს ვეტყვი.
და ცისფერ თვალებს,
ხორბლისფერ თითებს,
უმანკო სურნელს და მოთბო წინდებს-
-გადაგინახავ ფოტოებს, ფრაზებს,
რომ სამახსოვროდ ოდესმე დაგრჩეს.
მე მინდა შენგან შვილი ,თან გოგო,
მე მინდა ბავშვი მხოლოდ შენ გგავდეს,
არ ვიცი როდის, არ ვიცი როგორ,
მაგრამ ვიცი,რომ გამიჩენ გოგოს ...
( ოცნების შვილი )


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7