Предыдущая публикация
შევხედე... და გული ამიტირდა,
მე რა შემიძლია, რით ვუშველო?
ქვეყნად უთვალავი სიკეთის დამთესს
დღე რატომ დაუდგა ასე უსაშველო?
აღარც მოკეთე ჰყავს, აღარც მეზობელი,
მისთვის ვეღარავის მოუცლია,
არადა, დრო იყო, სხვის ჭირს ამაგრებდა,
დღეს კი თავის დღისთვის ვეღარ გაუძლია...
ნახეთ წუთისოფლის საოცრებას,
როგორ ფრთამალივით ჩაიქროლა?!
მისი ქალობა და სილამაზე
წლებმა დაუნდობლად გაიყოლა...
ვაი, სინამდვილეს, ყველა ამ დღისა ვართ,
ცხოვრება აღმა–დაღმა სავალია,
სანამ მკლავი გვერჩის ღონიერი,
დღედაღამ შრომა გვავალია...
ასე თაობები გამოზრდილან
და ჩვენც ამ ღირსებით დავფასდებით,
უნდა ერთმანეთი შევინანოთ,
როცა სიბერესთან დავმარცხდებით... :(
/ მ.შანიძე /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5