Предыдущая публикация
გადავტენიდი პირთამდე მჭიდებს,
გმადლობ,მარგუნე ტკივილის ნიჭი,
თუმც,ხშირად ვიცემ გულმკერდზე მჯიღებს.
როცა ხიფათი ყველგან გზას მიჭრის,
არა მგონია,შენს შვილს შენ ,მსჯიდე,
რადგან მომეცი მოთმენის ნიჭი,
მინდა ტკივილი მუზებად მჭირდეს..
თუმც ვეზიდები,როგორც ფუფალა,
ჭინჭში გამოკრულ ნაღველის ბოხჩებს,
კვლავ,მე მეტკინოს მსწრაფლ და უმალად,
ოღონდ ,ვინც მიყვარს ,ისინი,მორჩეს..
დაე,გაგრძელდეს, ნაცვლად საშველის,
სევდის ქურაში სულის წვა-წვართვა,
ოღონდ,მიცოცხლე,ვინც ,მიყვარს ყველა,
და არასოდეს, არვინ წამართვა!!
/თეა ხასაია/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев