მე შენი დაკარგული სიყვარული ვარ... ერთმანეთი სანაგვე ყუთში მოვისროლეთ...ჩვენი იმედები ხეზე ჩამოვკიდეთ და ჩამოვახრჩეთ... ისე წავედით ერთმანეთისგან, რომ სათქმელიც არაფერი დაგვრჩა.. ახლა გწერ,რადგან მინდა ყელში ბურთივით გაგეჩხიროს სინანული და ამ ზამთრის ყინულივით ცივ საღამოს, უბრალოდ გეტკინოს.... მე დაკარგული სიყვარული ვარ.. ბედნიერებამ კარი შემოგვიღო ორივეს, ჩვენ მძიმე ხელებით მივუჯახუნეთ და საკეტი გამოვცვალეთ. ერთხელ მაინც გამოუტყდი შენ თავს, რომ მე შემეძლო შენი ბედნიერების უმაღლესი მწვერვალი ვყოფილიყავი...შენ სხვა ნეკნს ეძებ, სხვაგან იხედები....სხვა გზებზე დადიხარ და ყოველ დღე მცდები... მე ვერ ვბრუნდები შენთან...ვერ ვივიწყებ, როგორ გამიმეტე.... ლოდივით მძიმე გახდი ჩემთვის და აუტანელი... ლოცვასავით მჭირდები ხანდახან და მარხვასავით გარღვევ... ვერც სულიერ ცხოვრებაში აღმოვჩნდი სრულყოფილი... დღეს შენი წერილები წავიკითხე და გული შემეკუმშა, თითქოს სუნთქვა არ შემეძლო, ისეთი უცხო გახდი... ყველაფერმა გაგამტყუნა ჩემში...არადა თითქოს ყველა ჩემი ნაწილი შენ მხარეს იყო, თვალების გარდა... თვალებმა ვერ გაპატიეს... გავცივდი... მოვიღუშე... წლებმა ლაქები ამომიყვანეს თვალის უპეებში და ვცდილობ ადამიანებს არ შევხედო. გავურბივარ...... ხანდახან ბილიკებზე ვჩერდები და სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ შეგხვდე და გამოგამწყვდიო ჩემში..ზოგჯერ ვფიქრობ რომ ვალდებული ხარ, ჩემი ყველა ტკივილი მოისმინო... ვალდებული ხარ რომ სიჩუმეშიც ჩემ გვერდით იდგე... ასე არ ტოვებენ ამ მიწაზე ერთმანეთს.... ასე მაშინაც არ ტოვებენ, როცა ზეცაში მიდიან.... გაუსაძლისად სასტიკი იყო ყველა შენი ნაბიჯი..... ვინ იცის, ახლა სხვის მხრებში თბები და ოდესმე სხვის ჯვარს იტვირთავ....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев