*************************************
ნუ მომიკეტავ გულის კარებს, გემუდარები,
ნუ ჩამომიშლი, სიყვარულით ბუდეს ნაშენებს,
ვიცი, ჩემსავით შენ არავის შეუყვარდები,
სულში ავდარი ქარიშხლიან კედლებს აშენებს.
შენთან სიშორე ნაპრალებად გადაქცეულა,
სულს დამჩნევია მონატრების, სევდის ბზარები,
სანამ ოცნება ნაკუწებად არ დამსხვრეულა,
ნუ გამიმეტებ დასაკარგად, გემუდარები.
ბოლო შეხვედრის ბოლო წუთი და ბოლო წამი,
დაუვიწყარი კადრებივით შერჩა გონებას,
განმეორდება ან ოდესმე ის დრო და ჟამი?
ვინ იცის, იქნებ შემოგვრჩება ტკბილ მოგონებად.
მინდა მჯეროდეს გაზაფხულის ყვავილთა ფეთქვის,
ამბობენ:"გულში მიძინებულ გრძნობებს აღვიძებს,"
მინდა მჯეროდეს მოჩურჩულე ბებერი ვერხვის,
შეყვარებულებს შრიალით რომ სახლში აცილებს.
ნუ მომიკეტავ გულის კარებს, გემუდრები,
სულს ამჩნევია უშენობის ცივი ზამთარი,
მიიღე ჩემგან სიყვარული განაწამები,
გული უზომოდ მონატრების გრძნობით გამთბარი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1