დიდი სიყვარული მაპატიე,
შიშმა ამირია ყველა გამარლთება.
შენზე შეჩვევებით ჩემში ავირიე,
შენზე მოლოდინი არა. არ მთავრდება.
ყველა აზროვნებით ვცადე უშენობა,
წიგნის ტომებივით შიგნით მებეჭდები.
დროც თუ ვერ წაგშლიდა მართლა არ მეგონა,
რადგან ყოველ დილით მუდამ მეფიქრები.
ყველა სიზმარში ხარ ცხადი შეგრძნებებით,
ვიცი იშვიათად შენც რომ გესიზმრები.
მალე ნაგლეჯებად სულში დავიშლებით,
მაგრამ მერე ისევ ერთად გავმთელდებით.
რატომ აგვერია წლებით სათვალავი,
ეს ხომ გამოცდაა ბედის ირონია.
ასაკს დავამარცხებ ჩემი საწამლავით,
შენი ეს სამყარო ჩემი ნაპოვნია.
ვეღარ გადავმალე ჩემი სიყვარული,
აღარც გამართლების საბაბს აღარ ვეძებ.
შენც არ გაიფიქრო მცირე სინანული,
თუ ეს რეალობა მაინც დამამარცხებს.
(გ.ჩომახძე)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев