Предыдущая публикация
ჯერ კიდევ, თბილი როა ბუხარი.
ბუნაგს რომ ტოვებს ბებერი ძაღლი
და ცაა ახლად დანაქუხარი.
რომ წვიმს და რეცხავს თქეში ყველაფერს,
მაგრამ რაღაცას რომ ვერ ერევა.
რომ მიდის კაცი ნაფუძარიდან,
და თან კერიას ვერგზით ელევა.
რომ მოსჩანს სივრცე დიდი და შორი,
თუმცა უცხო და თითქოს საშიში.
გზა რომ ერთია და ვერ გადუხვევ,
ვერც დროში მოჭრი და ვერც მანძილში.
ვგავარ ნასახლარს სულ ახლად დაცლილს,
ქარმა შეშლილმა აწეწა დარდი.
ცარიელ სულში მძიმე ნაბიჯით,
სევდა ყოფნისა მდუმარედ დადის.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев