და მეც თვალებში ჩამიდგება ალბათ ცრემლები.
იშვიათად და...მაინც,ჰაერს სუნთქვა ეკვრება-
თუ მე ვერ ვსუნთქავ,აღარ ვიცი რატომ,ვერ ვხვდები...
ალბათ მარტისგან გადმომედო ცვლა ხასიათის,
უზომოდ მშვიდი,ხან სხეულის ჯებირებს ვანგრევ...
ტუჩებზე ხელის დაფარებით მრჩება წყვდიადი-
ათივე თითზე ჩამოსათვლელ მცნებებს არ ვარღვევ!..
ხან და ხან ქართან ხეტიალი მოგხსნის ბორკილებს,
როცა სათქმელი უთქმელობით დაზაფრულია...
და რადგან სული გამაჩნია ბედთან მორკინე...
და რადგან გარეთ უცოდველი გაზაფხულია...
რადგან თვალებში სინათლეა,შუქთა ციალით,
ასე მგონია,ყველა ნატვრა ახდება წლეულს...
ხან და ხან მიწას აზანზარებს სულის ღრიალი
და ეშინია ცივ მიწაზე დასარჩენ სხეულს...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев