ნურავისზე ცუდს ნუ იტყვით სხვამ რაც უნდა თქვას
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს
ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს
ნურასოდეს მოატყუებთ ალალმართალ კაცს
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზა არეულ ქალს
ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს
სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას
ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გასწირავთ მას
ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც
არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ რაც
ნურასოდეს დაიშურებთ თუკი რამე გაქვთ,
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,
ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,
არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად,
ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,
უნდა შეძლოთ სიყვარული მიმოფანტოთ გზად,
ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად
სანამ ქვეყნად ძვირფასებო ერთმანეთი გვყავს


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев