Предыдущая публикация
ცელქ პატარას ალერსი სურს,
დედას ფეხში ებლანდება,
მაგრამ დედა უბრაზდება
და საყვედურს ეუბნება
- სამსახურში რომ ვიყავი,
თურმე ბებო გააბრაზე.
არ ხარ ღირსი მოფერების,
არ მოიქცე სხვა დროს ასე!
- განა ჩემი ბრალი არის
პატარა ვარ ჯერ და შტერი,
თამაშში რომ გავერთობი,
მავიწყდება ყველაფერი.
მე და გოჭი დიდ ტლაპოში
ტლაპობანას ვთამაშობდით,
ჩემოდენა რომ იყავით,
შენ და ბებო არ ცელქობდით?


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4