Предыдущая публикация
ჩამორღვეული გუმბათიდან დამყურებს ღმერთი,
დედის აჩრდილის გარდა უკვე დამტოვა ყველამ,
და შორს ელვარებს განაჩენი, ვით ალავერდი...
და თვალებიდან მთელ სხეულში ქარი შემოდის,
და ვით სუდარა, სულს ნისლები მოეფინება...
მაშინაც, როცა არ გიცნობდი, მაინც მჯეროდი...
და არ გინდოდა ტკივილებთან განქორწინება...
ჯვარს ეცვა უნდა, სხვაგან არ ჩანს გამოსავალი,
მიტოვებული ტაძარივით ვინგრევი ნელა,
საძირკველია ერთმანეთში ალბათ მთავარი,
ოღონდ შენ დარჩი, დანარჩენმა დამტოვოს ყველამ... / მამა პეტრე /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев